დავით უსუფაშვილი: ზაქარია ქუცნაშვილმა სწორად გაიხსენა, რომ ცოცხალი ვარ

დავით უსუფაშვილი: ზაქარია ქუცნაშვილმა სწორად გაიხსენა, რომ ცოცხალი ვარ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ ადასტურებს "ქართული ოცნების" წევრის ზაქარია ქუცნაშვილის გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ წინა მოწვევის პარლამენტში თამაზ მეჭიაურის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ უსუფაშვილისთვის წარდგენა ქუცნაშვილის მიერ მოხდა.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. 

"ზაქარიამ როდესაც გამიხსენა, რომ ცოცხალი ვარ ეს სწორად გაიხსენა. მაშინ არასწორად გაიხსენა ის ფაქტი, როდესაც მე დამიკავშირა, რომ თითქოს მან თავისი ხელით შემომიტანა მეჭიაურის კომიტეტად თავმჯდომარედ დანიშვნის წარდგინება 2015 წლის აპრილში. ეს ასე არ ყოფილა. 2015 წლის აპრილში ზაქარია აღარ იყო „ქართული ოცნების“ ფრაქციის ხელმძღვანელი. მეორე, ასეთი წარდგინებები ხდებოდა ფრაქციების მხრიდან და არა ჩემს ოთახში, არამედ პარლამენტის კანცელარიაში. ამ თემაზე არანაირი საუბარი არ მახსენდება ზაქარიასთან არც ქაღალდით და არც მის გარეშე. ის, რომ ზაქარია მოითხოვდა მეჭიაურის დანიშვნას კომიტეტის თავმჯდომარედ ეს ასე არ ყოფილა.

მაშინ ორი ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა პარლამენტში - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და ევროინტეგრაციის, ვინაიდან ყოფილი „თავისუფალი დემოკრატები“ დავით ონოფრიშვილი და ვიქტორ დოლიძე გადადგნენ თანამდებობებიდან. ეს იყო 6 თვის შემდეგ, რაც „დემოკრატები“ გავიდნენ კოალიციიდან. ამ პერიოდს რომ ვიხსენებ, მახსენდება, რომ ეს ორი მაღალკვალიფიციური კადრი ონოფრიშვილი და დოლიძე შევინარჩუნეთ ამ თანამდებობებზე და ამაში ჩემი წვლილიც იყო. თუმცა, უმრავლესობის უმრავლესობა დაჟინებით ითხოვდა, რომ თუ ოპოზიციაში წავიდნენ, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობებიც დატოვონო. საბოლოოდ დატოვეს პოსტები და მაშინ დადგა ამ კომიტეტის თავმჯდომარეების დანიშვნა-შერჩევის საკითხი.

ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვა ამოცანები იყო. ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების შეთანხმება და ამიტომ თინა ხიდაშელი შეირჩა. თუმცა, 1 თვეში მოუწია გადადგომა, ვინაიდან თავდაცვის მინისტრი გახდა. რაც შეეხება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ეს იყო „ქართული ოცნების“ წინადადება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კითხვაზე, „ოცნებაში“ მეჭიაურის მოყვანის ფაქტს როგორ გაიხსენებს? - უსუფაშვილი ასე პასუხობს:

"ეს მე არ ვიცი. ჩემთან მეჭიაური არავის არ მოუყვანია. „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილთან როგორ მივიდა ეგ მე არ ვიცი. მე თავად საწყის ეტაპზე არ ვყოფილვარ ამ საქმეში ჩართული, არ ვიცი როგორ მოვიდა მეჭიაური, ისევე როგორც „ოცნება“ როგორ შეიკრიბა. თავიდან იყო ერთი კაცი, ბიძინა ივანიშვილი და მერე პარტიაში იყო ათასობით წევრი. ვინ პირველი შევიდა და ვინ მეორე, ეს ნამდვილად არ ვიცი", - უთხრა დავით უსუფაშვილმა "აიპრესს".

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

20 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054