საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს

საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს

საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს, რომელიც ტერორისტული აქტების გამო ორი წლის წინ შემოიღეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საკუთარ Twitter-ზე წერს.

"საფრანგეთი 1 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს“, - წერს მაკრონი.

მისი თქმით, ქვეყანა ტერორისტულ აქტებს ქვეყნის კანონმდებლობის ფარგლებში შეაჩერებს.. 2015 წლის 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა.

ტერორისტული აქტები პარიზში ერთდროულად რამდენიმე ადგილზე, კერძოდ, სტად დე ფრანსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სტადიონზე, სადაც საფრანგეთის და გერმანიის გუნდების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა, პირველივე აფეთქება მატჩის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ, ცენტრალურ შესასვლელთან გაისმა. რამდენიმე წუთში მოხდა მეორე აფეთქება სტადიონის კიდევ ერთ შესასვლელთან. მომდევნო აფეთქება კამბოჯურ რესტორანში მოხდა.

ტერასაზე მსხდომ ადამიანებს რამდენიმე შეიარაღებულმა ბოროტმოქმედმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნა. მეოთხე აფეთქება საკონცერტო დარბაზთან მოხდა, სადაც ამერიკული როკჯგუფის კონცერტი იმართებოდა.

ტერაქტებს 130 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ბევრ ქვეყანაში აკრძალულმა, ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. მომხდარის შემდეგ, საფრანგეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ ეს საჭირო იქნებოდა.

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

იაპონიის მმართველმა პარტიამ შინძო აბე კვლავ თავმჯდომარედ აირჩია

22 წუთის წინ

ხმის მიცემის დროს შინძო აბეს მხარი 510-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო მის კონკურენტს, იაპონელ პოლიტიკოსს სიგურუ ისიბას - 254-მა. ხმის მიცემის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მთავრობას 2021 წლამდე შინძო აბე უხელმძღვანელებს, თუ ლიბერალ-დემოკრატიული პარტია კვლავ...

USD 2.6179
EUR 3.0606
GBP 3.4517
TRY 0.4156