პედოფილიაში დადანაშაულების შემდეგ, მსახიობ კევინ სპეისს ''ემის'' პრემია ჩამოერთვა

პედოფილიაში დადანაშაულების შემდეგ, მსახიობ კევინ სპეისს ''ემის'' პრემია ჩამოერთვა

საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ მსახიობ კევინ სპეისისთვის პრემია „ემის“ მინიჭებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობს ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდეს. დაჯილდოების ცერემონიალი 20 ნოემბერს ნიუ იორკში გაიმართება. კევინ სპეისმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას ქალებთან და მამაკაცებთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ ახლა ის „ჰომოსექსუალის“ ცხოვრებას ირჩევს“.

ამერიკელმა მსახიობმა კევინ სპეისმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თავისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრა და მსახიობ ენტონი რეპს ბოდიში მოუხადა, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.

რეპის თქმით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც იგი 14 წლის იყო. მაშინ იგი კევინ სპეისთან ერთად ბროდვეის მიუზიკლში თამაშობდა. რეპმა პორტალ BuzzFeed-ს უამბო, რომ კევინმა, რომელიც მაშინ 25 წლის იყო, იგი თავის სახლში წვეულებაზე მიიწვია, სადაც მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა, თუმცა რეპმა თავის დაღწევა მოახერხა. რეპის განცხადებაზე კევინ სპეისმა დაწერა, რომ იგი პატივს სცემს მსახიობ ენტონი რეპს და მისით აღფრთოვანებულია. სპეისი აგრეთვე აღნიშნავს, რომ შოკირებულია ამ ისტორიით და მართლა არ ახსოვს თუ როგორ ცდილობდა მსახიობთან სექსუალური კავშირის დამყარებას.

სპეისის არატრადიციული ორიენტაციის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებმა და ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. გარდა ამისა, House of Cards-ის პროდიუსერმა, რომელშიც მსახიობი მთავარ როლს თამაშობს, შოუს დახურვის შესახებ განაცხადა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

35 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237