აჭარის ბიუჯეტი 2018 წელს შემოსავლების ნაწილში 44 მილიონით იზრდება

აჭარის ბიუჯეტი 2018 წელს შემოსავლების ნაწილში 44 მილიონით იზრდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 351 მილიონით განისაზღვრა. 

საპროგნოზო დოკუმებტის მიხედვით 6 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი. თანხა 65-თ კილომეტრიან გზის მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის დაგებას, 190 ხელოვნური ნაგებობისა და 14 ახალი ხიდის მშენებლობას მოხმარდება.

32 პროცენტით გაიზრდება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის დაფინანსება. სარეკლამო ქვეყნებს სიას მომავალ წელს დიდი ბრიტანეთიც დაემატება.

19 მილიონი ლარით გაიზრდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი. სამინისტრო მომავალ წელს ბათუმი-ქედა- ხიჭაურის გაზსადენის მშენებლობას გეგმავს. ღომას მთაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ბათუმის ბულვარში კი ცენტრალური გზის გასწვრივ საპარკინგე ტერიტორიები მოეწყობა.

14 ახალი სკოლის მშენებლობასა და 23 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას გეგმავს აჭარის განთლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

აღნიშნული საკითხები მთავრობის სხდომაზე დღეს რესპუბლიკის მინისტრებთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განიხილა.

2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტი უახლოეს მომავალში ჯერ განსახილველად, შემდეგ კი დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლებს.

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

13 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080