ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის ადვოკატი რუსეთთან კავშირს უარყოფს

ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსის ადვოკატი რუსეთთან კავშირს უარყოფს

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანის პოლ მანაფორტის ადვოკატმა კევინ დაუნინგმა უარყო შესაძლებლობა, რომ მისი კლიენტი რუსეთთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

"ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართალია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბატონი მანაფორტი ან ტრამპის საარჩევნო კამპანია რუსეთის მთავრობასთან იყო დაკავშირებული ", - დასძინა დაუნინგმა.

ადვოკატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდში უკრაინის მთავრობასთან მანაფორტის თანამშრომლობა რუსეთსა და ევროკავშირთან კიევის დაახლოებას ისახავდა მიზნად.

"ეს ყველაფერი 2014 წელს დასრულდა, ორი წლით ადრე, ვიდრე ბატონი მანფორტი ტრამპის შტაბ-ბინაში მუშაობას დაიწყებდა", - დასძინა მან.

30 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს, პოლ მანაფორტს და მისი პარტნიორს ბრალი  წარუდგინეს. საბრალდებო დასკვნა 12 ელემენტს შეიცავს, მათ შორისა შეთქმულება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, შეთქმულება ფულის გათეთრებისთვის, არარეგისტრირებული უცხო აგენტი, ცრუ ან შეცდომაში შემყვანი განცხადებები და სხვა.

რიკ გეიტსი მანაფორტის ძველი პარტნიორია, მისი სახელი ოფშორული კომპანიის დოკუმენტებში გამოჩნდა, რომელიც მანაფორტთან არის დაკავშირებული. პოლ მანაფორტი დონალდ ტრამპის წინასაარჩევო შტაბს 2016 წლის მაისიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა. იგი ასევე ცნობილია, როგორც უკრაინის ექსპრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვენესუელაზე სანქციებით ზეწოლა გაგრძელდება

15 წუთის წინ

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი ჯოშუა ჰოლტი ვენესუელაში ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. თეთრ სახლში იგი აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. თეთრ სახლში, 26 წლის ჰოლტი მეუღლე თამარასთან ერთად მივიდა,რომელიც ვენესუელის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237