თბილისის "ტიტებს" დავით უსტიაშვილი გაწვრთნის

თბილისის "ტიტებს" დავით უსტიაშვილი გაწვრთნის

  • სპორტი
  • 31 ოქტომბერი, 2017
  • 10:13
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს საკალათბურთო ა-ლიგის გუნდმა თბილისის „ტიტებმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დავით უსტიაშვილი წარადგინა. 

ვეტერანი კალათბურთელი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თბილისურ გუნდში „ბათუმიდან“ მივიდა.

უსტიაშვილს ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გორდონ ჰერბერტის და იგორ კოკოშკოვის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო ასაკობრივ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტი ეკავა.

უსტიაშვილი ასევე არის საქართველოს „ბ“ ნაკრების მთავარი მწვრთნელი. სუპერლიგაში არა ერთ გუნდში უმუშავია: თსუ, რუსთავის „ენერჯი ინვესტი“, „ბათუმი“, შსს აკადემია და „ქუთაისი 2010“.

განსაკუთრებით წარმატებულად „ენერჯიში“ მუშაობდა, რუსთაველებს სამჯერ საქართველოს ჩემპიონობა და დუდუ დადიანის მემორიალი მოაგებინა, 2-ჯერ ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და სუპერთასი, 2009 წელს კი თასი. 2006 წელს თსუ-ს თასი და სუპერთასი ააღებინა. ქუთაისს და ბათუმს კი ბრინჯაოს მედლები.

თბილისის „ტიტები“ საქართველოს ნაკრების წევრებმა ბესიკ ლეჟავამ და ლაშა გამყრელიძემ დაარსეს.

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

9 საათის წინ

შეხვედრას არც ტემპი აკლდა და არც მაყურებელი, ერთადერთი, რომლის მიმართაც ყველაზე ხშირად ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, მატჩის მთავარი არბიტრი, ჯენერი ხორავა იყო, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირება არც თუ დამაჯერებლად განსაჯა. ანგარიში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237