ჯანელიძე: ​ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას

ჯანელიძე: ​ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის და რეგიონისთვის, მათ შორის მისი ფართო გაგებით - ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის. ეს არის ახალი ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საქართველოს როლის მაქსიმალურად წარმოჩენაში ამ მიმართულებით", - განცხადა ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის ოფიციალური გახსნასთან დაკავშრებით, რომლის საზეიმო ცერემონიაც დღეს აზერბაიჯანში გაიმართება.

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით ეს არის დიდი წარმატება, რადგან პროექტი ორიენტირებულია რეგიონის ქვეყნების განვითარებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ახალ შესაძლებლობებზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში დღეს გაიმართება.

ღონისძიებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.

წულუკიანი: როდესაც მინისტრი გავხდი, მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი ქოლგა

წულუკიანი: როდესაც მინისტრი გავხდი, მოსამართლეებმა შემომითვალეს, ვიქნებოდი თუ არა მათი ქოლგა

36 წუთის წინ

"ეს კითხვა იმიტომ კი არ გაჩნდა რომ თბილისი პატარა ქალაქია და არაფერი იმალება, რომ ამბობენ, ეს იყო შემოთვლილი კონკრეტული პირებისგან, რიგით მოსამართლეებს რომ ეძახიან, იქნება თუ არა ჩვენი ქოლგა. მე მათ ძალიან ცალსახად გავაგებინე რომ ის ეპოქა იყო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080