სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცი დაშავდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ჯარისკაცი დაშავდა

33 წლის ვ. ჭანტურიძეს მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო. 

სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, ექიმის ინფორმაციით ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულის დედა, აცხადებს რომ არაფერს ეუბნებიან თუ რა მოხდა ჯარში.

"ავღანეთში რომ ყოფილიყო ან ცხინვალში ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა ეს ვერ გავიგე" -აცხადებს სამხედროს დედა თინათინ ჭანტურიძე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურია სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მხულით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისმხობს.

ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადსახვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

51 წუთის წინ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151