პრომეთეს მღვიმეს 84 წლის მცველი 27 წელი და უანგაროდ - დიდი ადამიანი ჟორა ტყაბლაძე

პრომეთეს მღვიმეს 84 წლის მცველი 27 წელი და უანგაროდ - დიდი ადამიანი ჟორა ტყაბლაძე

ეს 84 წლის გიორგი(ჟორა) ტყაბლაძეა, რომელიც 27 წლის მანძილზე მარტო იცავდა პრომეთეს მღვიმეს და ამაში ანაზღაურება არ მიუღია. მოქანდაკე დავით მონავარდიშვილმა, ჟორა ტყაბლაძეს ამ დამსახურების გამო, სიცოცხელშივე ძეგლი დაუდა, რომელიც მღვიმის გამოსასვლელში დგას. 

"აიპრესთან" პრომეთეს მღვიმის დამცველი ჟორა ტყაბლაძე აცხადებს, რომ იგი 80-იან წლებში მღვიმის დარაჯი იყო, მაგრამ 90-იან წლებში ყვეალფერი აირია და მღვიმე დაუცველი დარჩა. "27 წელი ვუვლიდი და ვიცავდი მღვიმეს, ამაში არასდროს ჯამაგირი არ ამიღია".

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გრიგალავასა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, თომა დეკანოიძის თქმით, ის რომ საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ბუნებრივი ძეგლი "პრომეთეს მღვიმე" 90-იან წლიდან 2007 წლებში განადგურებასა და გაძარცვას გადააურჩა, ეს ჟორა ტყაბლაძის დამსახურებაა.

"მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ჟორა ტყაბლაძის დამსახურება. 90-იანი წლებიდან 2007 წლამდე, სანამ ამ მღვიმის განვითარება დაიწყებოდა, ათწლეულების განმავლობაში, ფაქტობრივად უანგაროდ იცავდა პრომეთეს მღვიმეს ვანდალებისგან, განადგურებისგან. ეს არის ადამიანი, რომელმაც შემოუნახა მომავალ თაობას და მოგცა საშუალება განგვევითარებინა მღვიმე. ძალიან დიდი მადლობა თქვენი თავდადებისთვის, თქვენნაირ ადამიანებზე დგას საქართველოს ბუნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

თომა დეკანოიძის თქმით, წლევანდელი 9 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს ჰყავდა.

2017 წლის ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიების TOP 10 ასე გამოიყურება:

პრომეთეს მღვიმე - 147 982

მარტვილის კანიონი - 141 513

ყაზბეგის ეროვნული პარკი - 132 392

სათაფლია - 79 984

ოკაცეს კანიონი - 67 954

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი - 51 687

თბილისის ეროვნული პარკი - 45 125

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - 44 371

მტირალას ეროვნული პარკი - 42 085

კახეთის ეროვნული პარკი - 26 452

პ.ს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გრიგალავამ აღნიშნა, რომ ჟორა ტყაბლაძეს მისი 27- წლიანი უანგარო მუშაობისთვის და თავდადებისთვის სახელმწიფოსგან არასდროს მიუღია ჯილდო.

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

49 წუთის წინ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151