კახა კალაძე: თბილისის გენგეგმის დოკუმენტის შესასწავლად ახალი ჯგუფი შეიქმნება

კახა კალაძე: თბილისის გენგეგმის დოკუმენტის შესასწავლად ახალი ჯგუფი შეიქმნება

თბილისის გენგეგმის დოკუმენტის შესასწავლად, ახალი ჯგუფი შეიქმნება , - ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამის შესახებ შეხვედრისას უკვე აცნობეს თბილისის მიწათმოქმედების გენერალური გეგმის ავტორებს.

"მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა. იმ ჯგუფს, რომელსაც ჩვენ შევხვდით უკვე წარმოდგენილი აქვს დოკუმენტი, თუმცა, ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტები, საზოგადოებრივი განხილვებიც იყო. ჩვენ ვთხოვეთ ერთი, რომ ამ ტრანზაქციის პერიოდში შევქმნით ჯგუფს რამდენიმე კაციანს, სადაც იქნებიან სხვადასხვა სპეციალისტები წარმოდგენილი, გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და გვექნება ჩვენი შეფასებები. 

ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც არის, ეს არის კოეფიციენტების საკითხი. ჩვენ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და ჩვენც იგივე მოსაზრება გვაქვს, რომ ცენტრალურ რაიონებში K2 კოეფიციენტების გაყიდვა არ უნდა მოხდეს; ახლაც არის შეზღუდული და ეს პრობლემა წლების განმავლობაშიც გაგრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია მიწათსარგებლობის გენერალური დოკუმენტის მიღება რაც შეიძლება მალე და ეს დოკუმენტი ყველანაირად უნდა იყოს გამართული. 

ეს იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რაზეც მოხდება შემდგომი განვითარება ქალაქის. ქაოტური განაშენიანების პრობლემა, რომელიც მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

- ბატონო კახა, დოკუმენტში საკმაოდ ბუნდოვნად არის წარმოდგენილი ძველი თბილისის რეაბილიტაციის საკითხები და ასევე ტრანსპორტის საკითხები. კონცეფციაში პარკინგისა და საცობების პრობლემების აღმოფხვრის შესახებ კვლევები თითქმის არ გვხვდება. ამასთან დაკავშირებით თუ გქონდათ შენიშვნები და რა პოზიცია გექნებათ მომავალში თქვენ?

- ზოგადად საუბარი, რა თქმა უნდა, შეეხო ტრანსპორტის თემას. მათი მხრიდანაც არის მოსაზრება ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მასალა, რომელიც იქნება მოწოდებული მათი მხრიდან, ერთია მოყოლილი, მეორეა, როდესაც ის საბუთები მოგვივა, დოკუმენტაცია, რაზეც არის ნამუშევარი, შესაბამისად უფრო ვრცლად შემეძლება განცხადებების გაკეთება, როდესაც სრული ანალიზი მექნება წარმოდგენილი დოკუმენტის და შესაბამისად ტრანსპორტზე, ზოგადად ეკოლოგიური თვალსაზრისით, ურბანული განვითარება... ყველაფერი, ეს, რასაც ეს დოკუმენტი მოიცავს, ანალიზის შემდეგ შემეძლება უკვე ვრცელი კომენტარი გავაკეთო, შენიშვნები, თუ რაიმე იქნება ჩვენი მხრიდან, ესეც წარმოვადგინო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

1 საათის წინ

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176