"ენის სახელმწიფო დეპარტამენტის" თავმჯდომარედ პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნება

"ენის სახელმწიფო დეპარტამენტის" თავმჯდომარედ პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნება

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარის პოსტს პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს,- ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო, სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, შეარჩიოს თანამშრომლები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2013-დან დღემდე იკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს.

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში ქართველი ლინგვისტის გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

35 წუთის წინ

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველო-ისლანდიის თანამშრომლობის საკითხებზე. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის მოღვაწეობას, რომელსაც განსაკუთრებული...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186