ილია II: სარწმუნოება არის ადამიანის გადარჩენის იმედი

ილია II: სარწმუნოება არის ადამიანის გადარჩენის იმედი

"განსაცდელი ყოველ ადამიანს გააჩნია და ჩვენ უნდა მტკიცედ ვიდგეთ სარწმუნოებაზე. სარწმუნოება, ეს არის ჩვენი საფუძველი, ეს არის იმედი ჩვენი, ეს არის ადამიანის გადარჩენა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ბრძანა.

პარტრიარქმ ბიბლიდან მაგალითიც მოიყვანა: თქვენ იცით რომ აბრაამს არ ჰყავდა შვილი. მას უთხრეს, რომ ეყოლებოდა შვილი. ეს შვილი რომ წამოიზარდა, ღმერთმა უბრძანა მსხვერპლად შეეწირა და წაიყვანა შესაწირავად. ამ დროს ღმერთმა გამოაჩინა კრავი და ის იყო შეწირული. ამით გამოსცადა. 

"რამდენიმე დღის წინ, ჩემთან იყო მუსლიმი ადამიანი მოსული და მან თქვა, რომ არსებობს სამი ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით მადლმოსილია, მადლია გადმოსული. ეს მათ მუსლიმურ წიგნებში წერია, ეს არის ქუმი, ერაყი და საქართველო. დიდება უფალს და მადლობა უფალს, რომ აირჩია საქართველო. საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს", - ბრძანა პატრიარქმა. 

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

11 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151