ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ლიდერთა საბჭოს სხვა წევრები შევთანხმდით, რომ ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს,-ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ადგილობრივი თითმართველობის არჩევნები მთელი რიგი დარღვევების ფონზე ჩატარდა. 

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტუნარიანი გარემო, რაც უხეშად არღვევს ელემენტარულად სამართლიანი არჩევნების პრინციპს.

ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები წინასწარ დაიგეგმა ხელისუფლების მხრიდან. არსებული ხელისუფლების პირობებში, საქართველოში საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუარესდა და ფაქტობრივად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მივიდა იმ ნიშნულზე, რომლის მიღმა ხელისუფლების გადაცემა, შეუძლებელი ხდება არჩევნების გზით.

ეს არის ყველაზე სახიფათო ტენდენცია, რაც კი შეიძლება იყოს ქვეყანაში, რომლისთვისაც მართლა მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ქვეყანაში მშვიდობის არსებობა. ჩვენ, აქ მყოფი პოლიტიკური ლიდერები და ლიდერთა საბჭოს სხვა წევრები შევთანმდით, რომ ჩვენ სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის ჩამოყალიბება მძიმე დარღვევების შედეგად ყველა ციკლზე გამოჩნდა",-განაცხადა ბურჯანაძემ. 

მაღალმთიან აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

მაღალმთიან აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ქედის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა

22 ოქტომბერი, 2017

ოლქის წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" როგორც მერობის, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ. მათივე ინფორმაციით, მეორე ადგილს "ნაციონალური მოძრაობა" იკავებს. ქედაში სულ 5 მერობის კანდიდატია რეგისტირებული, ამ ეტაზე კი...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207