ინაშვილი: გორში ''ოცნებამ'' 90-ე უბანში, სხვა უბანში რეგისტრირებულ ადამიანებს მიაცემინა ხმა

ინაშვილი: გორში ''ოცნებამ'' 90-ე უბანში, სხვა უბანში რეგისტრირებულ ადამიანებს მიაცემინა ხმა

“პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატის ირმა ინაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობს.

“ამ წუთებში მივიღეთ ინფორმაცია, გორის საარჩევნო ოლქის 90-ე უბნიდან, სადაც “ქართული ოცნების“ რეგისტრატორმა რამდენიმე ადამიანს მიაცემინა ხმა და ეს ადამიანები სხვა უბნიდან იყვნენ, კონკრეტულად ამ უბანში არ იყვნენ დარეგისტრირებული. ეს ნიშნავს "კარუსელს", მართალია ეს რეგისტრატორი მოიხსნა რეგისტრაციიდან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კიდევ რამდენი ხმა აქვთ ჩაყრილი ყუთში. ამიტომ, მსგავსი ტიპის დარღვევები, ბევრია ამ არჩევნებში.

მთავარი ტენდენცია რაც გამოიკვეთა ამ არჩევნებში, გახლავთ ის, რომ ყველგან ე.წ საარჩევნო დამკვირვებლები შეინიშნება, მე მათ საარჩევნო ოდეერები ვუწოდე, რომლებიც დგანან ზურგს უკან და აკვირდებიან ვინ, რას, როდის, სად და რატომ აძლევს ხმას. ეს არის კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე, და ეს არის ირიბი დაშინების მცდელობა, ზეგავლენის მოხდენის მცდელობა კონკრეტული ადამიანების არჩევანზე. ეს არის მთავარი ახალი ნოუ ჰაუ, რასაც ახლა იყენებს ქართული ოცნება, საარჩევნო მანიპულაციისთვის“-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172