15:00 საათის მონაცემებით, კახეთში ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება

15:00 საათის მონაცემებით, კახეთში ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება

სამი საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობის საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება კახეთში. ამ დროისთვის ყველაზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი ყვარელში.

როგორც #16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისის თავჯდომარემ გოჩა სარჯველაძემ განაცხადა, 28 508 ამომრჩევლიდან 9613-მა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რაც საერთო რაოდნობის 33%შეადგენს.

მოქალაქეთა აქტივობის მაღალი მაჩვენებელია ლაგოდეხშიც. საოლქო სარჩევნო კომისის თავჯდომარის განცხადებით, 38 569 ამომრჩევლიდან 12 191-მა დაფიქსირა არჩევანი, რაც საერთო რაოდენობის 32%-ია.

რაც შეეხება თელავს,  #17 საოლქო კომისის თავჯდომარის ინფორმაციით, აქტივობა საშუალოა და 55 580 ამომრჩევლიდან 17 000 დაფიქსირდა, რაც 30% ია.

გურჯაანში საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებენ. საოლქო საარჩევნო კომისის თავჯდომარის თქმით, 52 717 ამომრჩევლიდან 16 590 მოქალაქე უკვე იმყოფებოდა საარჩევნო უბამზე, რაც საერთო რაოდენობის 31.47%-ია. 

სხვა რაიონებისგან განსხვავებით აქტივობის დაბალი მაჩვენებელია საგარეჯოში, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილოს განცხადებით, 45 900 ამომრჩევლიდან უბანზე გამოცხადდა 12 230, რაც 26.66%-ია.

ახმეტაშიც საშუალოა მოქალაქეთა აქტივობა. საოლქო კომისის თავჯდიმარის, მინდია იუკურიძის განცხადებით, 30068 ამომრჩევლიდან უბანზე გამოცხადდა 9068, რაც საერთო რაოდენობის 31%ია.

რაც შეეხება დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონს, სიღნაღში 30 061 ამომრჩევლიდან 9490 დააფიქსირა არჩევანი, რაც 31,5% შეადგენს. ხოლო დედოფლისწყაროში 21 939 ამომრჩევლიდან 6782 მოქალაქე დააფიქსირა არჩევნი, რაც საერთო რაოდენობის 30.91% ია.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237