ინაშვილი: ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი იყო

ინაშვილი: ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი იყო

საარჩევნო პროცესის დროს იყო ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი,-ამის შესახებ "პატრიოტთა ალინსის" თბილისის მერობის კანდიდატმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ინაშვილის თქმით, მათ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით უწყაბათაშორის კომისიაში განცხადებებიც შეიტანეს.

"საარჩევნო პროცესში ცხადია იყო მინუსები და იყო პლუსები. საარჩევნო პროცესის დროს იყო ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების არაერთი ფაქტი. ჩვენ ამ ფაქტებზე შევიტანეთ კონკრეტული განცხადებები უწყაბათაშორისო კომისიაში, რომელიც პრაქტიკულად, მკვდარი კომისიაა და აუცილებლად უნდა შეიცვაოს მან თავისი ფუნქციონირება.

დღევანდელ დღეს ჯერ პროცესი მიდის. საერთოდ, არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ასეთ დროს და არ იწყება უბნებზე, სულ სხვაგან ხდება მერე ეს ყველაფერი, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. დღეს მინდა ვნახო არა ის კინო, რაც ვნახე წინა არჩევნებისას, არამედ ვნახო ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, არ აძლევს ხმას სადისტებს, ხმას აძლევს ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს, გულშემატკივრებს და საქართველოს პროგრესა და განვითარებას",-განაცხადა ინაშვილმა.

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

ნინო ბურჯანაძე: სრულ უნდობლობას ვუცხადებთ არჩევნების წინასწარ შედეგებს

22 ოქტომბერი, 2017

"ჩვენ საარჩევნო მონიტორინგში მონაწილე საქართველოს ოპოზიციური პარტიიები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, ამ არჩევნებზე არ იყო უზრუნველყოფილი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237