ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

ცესკო: ქუთაისში რამდენიმე უბანზე "პრესმედიის" სახელით მისულებს, სავარაუდოდ, გაყალბებული მოწმობები აქვთ

  • ცესკო
  • 21 ოქტომბერი, 2017
  • 11:03
  • ადმინისტრატორი

ცესკოში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია "პრესმედიის" სახელით ათამდე წარმომადგენელი, რომელტა აკრედიტაციებიც ოფიციალურად არ არის გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ.

"ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია "პრესმედიის" სახელით ათამდე წარმომადგენელი, რომლებიც მივიდნენ უბნებზე. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები არის გაყალბებული. ჩვენ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში იქნება შესაბამისი რეაგირება",- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს მონაცემებით სამეგრელოში 343 553 ამომრჩეველი, 375 უბანი და 9 საარჩევნო ოლქია

ცესკოს მონაცემებით სამეგრელოში 343 553 ამომრჩეველი, 375 უბანი და 9 საარჩევნო ოლქია

19 ოქტომბერი, 2017

რაც შეეხება ხობს, ხობში 66 ოლქია 32 უბანი, 27 931 ამომრჩეველი ყავს, ზუგდიდის 67 ოლქში 108 უბანი აქვს და 120 219 ამომრჩეველი ყავს. წალენჯიხის 68 ოლქში 28 უბანია 29 643 ამომრჩეველი ყავს. ჩხოროწყუში 69 ოლქში 27 უბანია და 22 030 ამომრჩეველი.ფოთის 70 ოლქში უბანი, 34 უბანი აქვს, 42 233...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172