ვახტანგ შაქარიშვილი: მეორად ყვითელ ავტობუსებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩავანაცვლებთ

ვახტანგ შაქარიშვილი: მეორად ყვითელ ავტობუსებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით ჩავანაცვლებთ

„გარემო პირობებმა და ალტერნატივის არ არსებობამ, ადამიანები აიძულა ეყიდათ კერძო ავტომობილები. ჩვენ შევქმნით კომფორტულ ალტერნატივას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა ვახტანგ შაქარიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კახი კალაძის თბილისის მერობის პირობებში, ყვითელი ავტობუსები, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩანაცვლდება და არც ერთი ადამიანისთვის დედაქალაქის ცენტრში გადაადგილების პრობლემა აღარ იქნება. 

„სიტყვა მობილობას თუ გამოვიყენებთ, ნაცვლად სატრანსპორტო მოძრაობისა... ჩვენ გადაადგილებაში ჩავრთავთ ყველას, ვისაც გადაადგილება სჭირდება - ქვეითებს, ველოსიპედით ვინც მგზავრობს, ტრანსპორტით ვინც სარგებლობს, კერძო ავომობილით, ყველას, ვისი საკუთრებაც არის თანაბრად ეს ქალაქი.
დღეს თბილისს 450 ავტობუსი ემსახურება, ეს არის დაახლოებით ნახევარი იმისა, რაც რეალურად თბილისს სჭირდება. ჩვენ ჩავანაცვლებთ მეორად ყვითელ ავტობუსებს, შემოვიყვანთ სხვადასხვა ზომის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებს.

დედაქალაქის ცენტრში დღეს ადამიანებს სამწუხაროდ უჭირთ გადაადგილება. დავამატებთ ხაზებს, გაჩერებებს და დედაქალაქის ცენტრში, კახი აკლაძის მერობის პირობებში გადაადგილება არც ერთი ადამიანისთვის პრობლემა აღარ იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა. 

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052