ბაადურ ლებანიძე: აღმშენებლობის კონსტიტუცია უნდა შეიქმნას

ბაადურ ლებანიძე: აღმშენებლობის კონსტიტუცია უნდა შეიქმნას

„პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის ბაადურ ლებანიძის შეფასებით, დედაქალაქი „ბეტონის გროვად“ იქცა და სარეკრეაციო ზონების განვითარებას ყურადრბა არ ექცევა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას აღმშენებლობის კონსტიტუცია, რომლის ფარგლებშიც ისტორიული ნაგებობები პროფესიონალების ჩართულობით აღდგება, ახალი მშენებლობებზე ნებართვის გაცემა კი, მკაცრად გაკონტროლდება. 

„თბილისი თითოეული ჩვენთაგანის ორგანული ნაწილია, ჩვენ აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ჩვენს თვალწინ ხდება არასწორი, ქაოტური მშენებლობები. დღეს, ქალაქს რომ ვუყურებ, იქცა ბეტონის გროვად, სარეკრეაციო მომენტები გათვალისწინებული არ არის. 

ვფიქრობ, აღმშენებლობის კონსტიტუცია უნდა შეიქმნას, რომელიც მკაცრ ჩარჩოებში იქნება მოქცეული, მხედველობაში მაქვს ძველი ისტორიული მემკვიდრეობის ნაგებობები, რომელთა აღდგენას პროფესიონალების ჩართულობით უნდა მოხდეს. რაც შეეხება ახალ მშენებლობებს, ნებართვის გაცემა მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული, რათა არ მოხდეს ქალაქში ასეთი სტიქიური და ქაოტური მშენებლობები“, - განაცხადა ბაადურ ლებანიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

14 წუთის წინ

მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. მამუკა ბახტაძემ იტალიის პრეზიდენტს ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052