ირმა ინაშვილი: ნინო ბურჯანაძე დისკვალიფიცირებულია!

ირმა ინაშვილი: ნინო ბურჯანაძე დისკვალიფიცირებულია!

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი და მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ნინო ბურჯანაძე როგორც პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებულია.

ამის შესახებ ირმა ინაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ. 

ინაშვილმა ასე უპასუხა ნინო ბურჯანაძის იმ განცხადებას, სადაც ბურჯანაძემ თქვა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს ბოლო პერიოდში სიტყვა გაექცათ.

ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პატივს გცემთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, თუმცა ბოლო პერიოდში მათ სიტყვა გაექცათო. რას იტყვით ამაზე?

მე არაფერი არ გამქცევია და არაფერი არ გამირბის სხვებისგან განსხვავებით. ძალიან ზუსტად მესმის, რას და რატომ ვლაპარაკობ. სამწუხაროდ ბურჯანაძე ყოველთვის თვითონ გვეხება. წლების წინ დაიწყო ეს პროცესი. გაუგებარია რატომ.

ქალბატონი ბურჯანაძე მაკრიტიკებდა ხან საგარეჯოს არჩევნების დროს. მაკრიტიკებდა შიმშილობის დროსაც და ეჭვი შეჰქონდა ნამდვილად ვშიმშილობდით თუ არა. ახლაც გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე მოშიმშილეები უცნაურად შიმშილობდნენ. მეც გავახსენებ მას, რომ როდესაც 2007 წელს მისი კოლეგები პარლამენტში შიმშილობდნენ გადასაფერებელი არ შეატანინა ხალხს. საერთოდ მიმაჩნია, რომ ბურაჯანაძის სტანდარტი ძალიან დაეშვა დაბლა.

რას გულისხმობთ?

როგორც პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებულია და ამას ვგულისხმობ.

ვინ მიანიჭა დისკვალიფიკაცია?

თავის თავს თვითონ.

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

1 საათის წინ

"ბატონმა მამიკისმა კიდევ ერთხელდაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმებისდღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. სწორედ ასეთი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080