ირმა ინაშვილი: დღეს "ნაცმოძრაობამ" სრული მობილიზაცია გამოაცხადა და 3 500 კაცი შეკრიბა

ირმა ინაშვილი: დღეს "ნაცმოძრაობამ" სრული მობილიზაცია გამოაცხადა და 3 500 კაცი შეკრიბა

"საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არასდროს მისულა მილიონნახევარ კაცზე მეტი. ვიცით, რომ ნაცმოძრაობამ მობილიზაცია გამოაცხადა, მთელი საქართველოდან ხალხი ჩამოიყვანა და დღეს, თბილისში დაახლოებით 3500 კაცი შეკრიბა." - ასე აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი "ნაცმოძრაობის" აქციას.

" ხელისუფლება გულმოდგინედ მფარველობს ნაცებს და ამტკიცებს,- 5000 კაცი ჰყავდათო. დაე, ასე იყოს. ანუ ნაცებს აქციაზე ამომრჩევლის 0,3%- ი მოუყვანიათ. ჩვენ (მარტო თბილისში) აქციაზე ამაზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ადამიანი გამოვდივართ, მაგრამ აქ ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი: ნათელია, რომ სააკაშვილს ჩვენზე ბევრად ნაკლები მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ (საუბედუროდ) მხარდამჭერი მაინც ჰყავს.

ვინმემ ამიხსენით, ბოკერიას მხარდამჭერი ვინაა, კვირიკაშვილის გარდა? ბოკერიამ მთელ საქართველოს რომ მოუხმოს, 500 კაცს ვერ შეკრებს. თანაც, ამ 500 კაცში 250 კვირიკაშვილის დავალებით მისული ხალხი იქნება.

P.S. კვლავ შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში, ჩვენს აქციაზე, საშინელი წვიმის მიუხედავად, ორჯერ მეტი ადამიანი მოვიდა." - წერს ირმა ინაშვილი.

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052