უდუმაშვილი: არ გავჩერდებით, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ!

უდუმაშვილი: არ გავჩერდებით, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ!

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე აცხადებს, რომ ისინი საბოლოო მიზნის მიღწევამდე გაჩერებას არ აპირებენ. მისი თქმით, თბილისი დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და ამას ემსახურება დღევანდელი აქცია.

„ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ. თბილისი დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი მრავალრიცხოვანი და ხმამაღალი აქცია“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

პუშკინის სკვერის დასაცავად სხვადასხვა რეგიონებიდანაც არიან ჩამოსულები. 

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გასხვისდა.

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

მამუკა ახვლედიანი: რკინიგზის ადგილას, 20 ჰა-ზე ცენტრალური პარკის გაშენებას ვგეგმავთ

19 ოქტომბერი, 2017

„ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაწილი იქნება ქალაქში რეკრეაციული ზონის. ჩენს გეგმაშია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე გადასვლა, საბაგიროების გამოყენება, თანამედროვე ტრამვაი. ძალიან მნიშვნელოვანია...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237