კობახიძე: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციას ცვლილებათა დოკუმენტი წაკითხული არ აქვს

კობახიძე: ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციას ცვლილებათა დოკუმენტი წაკითხული არ აქვს

"როდესაც მე ვუსმენდი ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოსვლას, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ არ აქვთ დოკუმენტი წაკითხული, ან რაიმე სხვა წაიკითხეს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.

"როდესაც მე ვუსმენდი ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოსვლას, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ არ აქვთ დოკუმენტი წაკითხული, ან რაიმე სხვა წაიკითხეს. ჩვენ ვთქვით, რომ არცერთი მუხლი არ არის დოკუმენტში ისეთი, რომ შევადაროთ მოქმედი და ახალი კონსტიტუცია, არცერთი მუხლი არ არის ისეთი, რომლითაც "ქართული ოცნება" იუმჯობესებს საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს. ჩვენ რამდენჯერმე ვთხოვეთ ოპოზიციას, მათ შორის პრეზიდენტს ასეთი მუხლის დასახელება, თუმცა მათ ვერცერთხელ ვერ დააფიქსირეს ვერცერთი მუხლი, რომლითაც "ქართული ოცნება" იუმჯობესებს საკუთარ პოზიციებს",- განაცხადა კობახიძემ.

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

9 წუთის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172