თურქეთის ჯარები და მძიმე შეიარაღება სირიაში შევიდა

თურქეთის ჯარები და მძიმე შეიარაღება სირიაში შევიდა

თურქეთის ჯარები და მძიმე შეიარაღება სირიის პროვინცია იდლიბში შევიდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა დეესკალაციის ზონაშია განლაგებული. NTV- ის მონაცემებით, საზღვარი რვა თურქულმა ტანკმა, 50 ჯავშანტრანსპორტიორმა და 200 სამხედრო მოსამსახურემ გადმოკვეთა. 9 ოქტომბერს თურქეთის გენერალურმა შტაბმა პროვინცია იდლიბში ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ასტანის შეთანხმების ფარგლებში მოქმედებს.

22 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიღწეული შეთანხმებების თანახმად, მოსკოვი პროვინციის გარეთ უსაფრთხოებასს უზრუნველყოფს, ხოლო ანკარა შიგნით. ერთი კვირით ადრე, სირიის საკითხზე გარანტორი ქვეყნები - რუსეთი, თურქეთი და ირანი - იდლიბის პროვინციაში დეესკალაციის ზონის საზღვრებზე შეთანხმდნენ. მხარეები ვალდებულნი იყვნენ, განეხორციელებინათ ძალების განლაგება ილიბში, ლატაკიაში, ჰამასა და ალეპოში. გარდა ამისა, ამ მიმართულებით მონიტორინგისთვის ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი უნდა შეიქმნას.

ახალი ზელანდიის 37 წლის პრემიერს ქალიშვილი შეეძინა

ახალი ზელანდიის 37 წლის პრემიერს ქალიშვილი შეეძინა

34 წუთის წინ

არდერნის თქმით, მისი შვილი ოკლენდის საავადმყოფოში დაიბადა, ბავშვი - 3.3 კგ იწონის. როგორც New Zealand Herald წერს, იმ სიახლემ, რომ ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრი დედა გახდა, ქვეყნის მაცხოვრებელთა შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "ასეთი უნივერსალური...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172