"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლებს შეხვდა

"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატი სამედიცინო სფეროს წარმოამდგენლებს შეხვდა

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი, გოჩა კურდღელია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

"მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის რეფორმა, საყოველთაო დაზღვევისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამების ჩათვლით, ერთ-ერთი სამაგალითოა, რაც ბოლო წლებში განხორციელდა. მოსახლეობის ხელისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ფოთში, მხოლოდ 2016 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით 13 300-მა მოქალაქემ ისარგებლა, რაზეც 3,1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა,ფოთის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც პროგრამებსა და სამომავლო გეგმებში ნათლად აისახა.

„ხალხი გრძნობს, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას. 2012 წლის შემდეგ, სოციალური პროგრამების რაოდენობა ფოთში საგრძნობლად გაიზარდა.სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“, - აღნიშნა გოჩაკურდღელიამ.

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

ონკოლოგიურის პაციენტი მარტოხელა ბებია, რომელიც სიმსივნით დაავადებულ შვილიშვილს უვლის, შველას ითხოვს

2 საათის წინ

10 წლის ლუკაც ონკოლოგიური პაციენტია, მესამე წელია სიმსივნეს მკურნალობს, ბოლო პერიოდში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ოჯახი, აკაკის ქუჩის 51 ნომერში, ნაქირავებ, პატარა ხის სახლში...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172