ბათუმის საჯარო ბაღები აზიური ფაროსანას გამო 3 დღით მუშაობას წყვეტს

ბათუმის საჯარო ბაღები აზიური ფაროსანას გამო 3 დღით მუშაობას წყვეტს

  • iRegions.Ge
  • 13 ოქტომბერი, 2017
  • 10:58
  • ადმინისტრატორი

საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ბათუმში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან 3 დღით შეწყდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატალია ზოიძემ საბავშვო ბაღებში აზიური ფაროსანას გავრცელების გამო მიიღო.

მშობლების ინფორმირებისთვის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განცხადება საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააავრცელა.

"ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება აზიური ფაროსანას საბავშვო ბაღში აღმოჩენის შემდეგ ღებულობს პრევენციულ ზომებს და ბათუმის საბავშვო ბაღებში სამი სამუშაო დღით 16, 17, 18 ოქტომბერს წყვეტს სააღმზრდელო პროცესს. მწერის გასანადგურებლად შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტურის დაგეგმარების სამსახური სპეციალური ხსნარებით დაამუშავებს და შეწამლავს საბავშვო ბაღების ეზოებს. სამი დღით სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტა აღსაზრდელების უსაფრთხოების გამო გადაწყდა." - წერს სოციალურ ქსელში ნატალია ზოიძე.

ბაღის შენობაში აზიური ფაროსანას გავრცელების გამო რამდენიმე დღის წინ სააღმზრდელო პროცესი პირველად ბათუმის 23-ე საბავშვო ბაღში შეწყდა. საბავშვო ბაღები მუშაობას 19 ოქტომბრიდან გააგრძელებენ.

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე მჟავანაძის განცხადებაზე: ეს იყო პროვოკაცია

18 ივნისი, 2018

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯომარე გიორგი ღორჯომელიძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დათო მჟავანაძის განცხადებას გამოეხმაურა.  "ეს იყო პროვოკაცია. სამწუხაროდ,  ამ პრვოკაციში მონაწილეობდა პიროვნება, რომელიც მუშაობს გუბერნიაში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151