კალაძე: ამბიცია გამაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ყველასთვის ხელშესახები იყოს

კალაძე: ამბიცია გამაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ყველასთვის ხელშესახები იყოს

"არსებული ბიუჯეტით შეუძლებელი იქნება ქალაქის განვითარებაზე ფიქრი, ამიტომ საჭიროა დამატებითი ინვესტიციების შემოტანა“ - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრისას გააკეთა. 

მისი თქმით, აუცილებელია ქალაქის მერს ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობა ხელისუფლებასთან და საქმიანი ურთიერთობის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა შეძლოს დამატებითი სახსრების მოზიდვა და დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

"კარგად მესმის, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში შეუძლებელია ყველა პრობლემის მოგვარება, თუმცა იმის  - აღნიშნა კახა კალაძემ და ხაზი ქალაქის ყველა უბნის თანაბარი განვითარების აუცილებლობას გაუსვა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ვაკისა და ვარკეთილის ამომრჩევლებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის შემუშავებული შვიდი პოლიტიკა წარუდგინა, რომელიც ითვალისწინებს ურბანულ განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლამბიცია გამაჩნია, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები და რეფორმები იყოს ყველასთვის ხელშესახები“ოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

5 წუთის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172