საკალათბურთო სუპერთასის მფლობელი თბილისის "დინამო" გახდა

საკალათბურთო სუპერთასის მფლობელი თბილისის "დინამო" გახდა

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გამარჯვებული „დინამო თბილისი“ გახდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა სატიტულო მატჩში „ქუთაისი 2010“ 18 ქულის სხვაობით - 88:70 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში უკვე მეორე ტიტული მოიგო.

აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა 6 დღის წინ დუდუ დადიანის თასი მოიგეს და აღნიშნულ ტიტულს დღეს სუპერთასიც მიამატეს. მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მიხეილ ბერიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერების - ლაველ ბოიდისა და კაილ ტურპინის ლიდერობით დინამოელებმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს.

გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაელ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. 

შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც თავი 20 ქულას, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა.

ქუთაისში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი.

დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა - ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა - ნოდარ ქორქიამ გადასცეს.

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 15:10 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთი 15:10 დაამარცხა

1 საათის წინ

რევაზ ჩომახიძის გუნდმა თურქეთს 15:10 აჯობა. ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო ცენტრი ანდრია ბითაძე, რომელმაც მეტოქეს 4 ბურთი გაუტანა. 3-3 გოლი მიითვალეს მიხეილ ბაღათურიამ და მარკო ელაჩამ, 2-2 გოლია რევაზ იმნაიშვილისა და დამირ ცრეპულიას ანგარიშზე. ერთი გოლი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080