ფოთში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიები შესაძლო გაყალბებაზე განცხადებას აკეთებენ

ფოთში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიები შესაძლო გაყალბებაზე განცხადებას აკეთებენ

ფოთში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე განცხადებას აკეთებენ.მათი განმარტებით წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს,რადგან მმართველი გუნდი ადმინისტრაციულ რესურს იყენებს.

ასევე ისინი საარჩევნო სიებში შეტანილი მისამართების უზუსტობაზე საუბრობენ. „საუბნო კომისიები ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირებითა და საჯარო მოხელეებითაა დაკომპლექტებული,ასევე „ქართული ოცნება“ საჯარო რესურს საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად იყენებს.

სოციალური დახმარებები მხოლოდ იმ ადამიანებზე გაიცემა, რომლებიც „ოცნების“ მხარდამჭერები არიან.ასევე ხარვეზებია სიებში, არ არსებული მისამართებია დაფიქსირებული,რაც ყოვლად დაუშვებელია“ _ განაცხადა გიგა გვასალიამ ( „ევროპული საქართველო“).

„დემოკრატიული მოძაობა - ერთიანი საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატის ,ოთარ ხარჩილავას თქმით,საჯარო მოხელეებზე მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს: “ქალაქის მერმა ბოლო თათბირზე მკაცრი გაფრთხილება მისცა იმ ადამიანებს,რომლებსაც სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი ჰქონდათ მოწონებული.მათ „ანტილაიქების“ დაფიქსირება მოსთხოვა,წინაააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებული თანამდებობიდან მოხსნით დაემუქრა.“

„გარეგნულად ჩანს თითქოს ქალაქში სიწყნარეა, მაგრამ ამ სიმშვიდის უკან ვერაგული დამოკიდებულება იმალება .არჩევნების გასაყალბებლად რომ ემზადებიან ამას ცხადყოფს ის ფაქტი,რომ სიებში ამომრჩეველთა მისამართები არეულადაა შეტანილი.21 ოქტომბერს გაყალბების თუნდაც ერთი ფაქტი რომ დაფიქსირდეს,ჩათვალეთ არჩევნები ბათილად გამოცხადდება“_ აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ („ ნაციონალური მოძრაობა“).

„ქართული ოცნების“ შტაბში აღნიშნულ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდეს რადგან, მათი მტკიცებით სინამდვილეს არ შეეფერება. რაც შეეხება საარჩენო სიებში არსებულ უზუსტობას: „ქართული ოცნება 2012 წლიდან ცდილობს გამოასწოროს საარჩევნო სიები,სამწუხაროდ არის პატარ-პატარა ხარვეზები,რომლებიც წლიდან წლამდე სწორდება“ _ განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ხვიჩა ცხვიტარიამ.

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

9 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080