ნინო ბურჯანაძე: "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ბურჯანაძის ადგილს ვერ დაიკავებენ!

ნინო ბურჯანაძე: "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ბურჯანაძის ადგილს ვერ დაიკავებენ!

"დიდი ბოდიში, მაგრამ "დემოკრატიული მოძრაობისა" და ნინო ბურჯანაძის ადგილს ნამდვილად ვერ დაიკავებს "პატრიოტთა ალიანსი" და მისი ლიდერები ადამიანური პატივისცემის მიუხედავად", - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში სიტყვა გაექცათ.

"არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმებით იმაში, რომ "პატრიოტთა ალიანსი" ჩვენს ადგილს იკავებს. დიდი ბოდიში, მაგრამ "დემოკრატიული მოძრაობისა" და ნინო ბურჯანაძის ადგილს ნამდვილად ვერ დაიკავებს "პატრიოტთა ალიანსი" და მისი ლიდერები ადამიანური პატივისცემის მიუხედავად. ვიმეორებ, ჩემი პატივისცემის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ ლიდერებს სიტყვა გაექცათ, მაგრამ არა უშავს, ხდება ხოლმე. მე არასოდეს არ გამქცევია, არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა. "სატელეიტი", არ არის კომპლიმენტი, მაგრამ არც შეურაცხყოფაა, ეს პოლიტიკური შეფასებაა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

1 საათის წინ

"დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი მეათაური და ისევ გამახსენდა დიდი მსგავსება ჩემსა და იმანუელ კანტს შორის. იმას მაღლა ცაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აოცებდა და მორალური კანონები საკუთარ თავში. მეც ხომ მასავით ორი რამ მაოცებს:...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080