გიორგი ვაშაძე: დღეს თბილისი გამონაკლისების ქალაქია, ჩვენ ის წესების ქალაქი უნდა გავხადოთ

გიორგი ვაშაძე: დღეს თბილისი გამონაკლისების ქალაქია, ჩვენ ის წესების ქალაქი უნდა გავხადოთ

თბილისის მერობის კანდიდატი "ახალი საქართველოდან" გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დღეს თბილისში ქაოტური სიტუაციაა და წესების ნაცვლად გამონაკლისები მოქმედებს.

ამის შესახებ მერობის კანდიდატმა "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც "აიპრესი" დღეს საღამოს შემოგთავაზებთ.

"ქალაქის მართვის პროცესის მიმართ უნდობლობა მაქვს. ღია ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი. „ქართული ოცნების“ სტანდარტია მუდმივად რაღაც დოკუმენტზე ვმუშაობთ, მეორე მხრივ ძალიან ხშირია ქაოტური გადაწყვეტილებები. მაგალითად, პეკინის გამზირი ცალმხრივი უნდა იყოს თუ ორმხრივი ამ გენგეგმის დასკვნაზე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ანუ თუ რაღაცა დოკუმენტითა და სტრატეგიით მიდის, თვითონ არ იცავს მას. თვითონაც უნდა დაიცვას. მაგალითად, სანაპიროზე რაღაცა შუქნიშანი დაამონტაჟეს. აი რატომ? ვინ გადაწყვიტა ასე? თბილისი რეალურად არის გამონაკლისების ქალაქი და არა წესების ქალაქი. კოეფიციენტების მომატება და ა.შ. ანუ სტანდარტს კი არ მივდევთ, არამედ რაღაცა გამონაკლისებში ვცხოვრობთ. ქაოტური მენეჯმენტი, ეს არის ამ ქალაქის მთავარი პრობლემა.

ჩემი მერობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება საზოგადოებასთან დიალოგის წესით. მე ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მოვძებნოთ ოქროს შუალედი, როდესაც ელიავა იქნება ძალიან კარგი მწვანე ზოლი, მეორე მხრივ სავაჭრო ფუნქციას შეინარჩუნებს. ამას სჭირდება კარგი მუშაობა, კარგი დაგეგმვა და კარგი განვითარება. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება მოვისმინეთ, რომ აქ გრუნტი დაზიანებული და ხე ვერ გაიხარებსო. მგონი ასეთი განცხადებები პროფესიონალიზმისგან ძალიან შორსაა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

11 წუთის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172