საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის პოლიტიკურ საქმეთა გენერალური მდივნის მოადგილეს ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა.

ჟან-კრისტოფ ბელიარი საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირს შორის სტრატეგიული დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით იმყოფება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ამოქმედება მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არსებული გამოწვევის ფონზე მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე. საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის პოლიტიკურ საქმეთა გენერალური მდივნის მოადგილემ ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოების უზურნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ორმხრივი შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. 

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

გოგი წულაია: კვირიკაშვილი დაჰპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი

11 წუთის წინ

"კვირიკაშვილის პრემიერობიდან დამამახსოვრდა ერთი რამე, რომ დაპირდა ადამიანს კარგის მოხვნას და იმ ადამიანმა მოუხნა კარგი. ეს დამამახსოვრდა ნამდვილად. დაპირდა მოხვნას, მოგიხნავ კარგსო, რისი უკანალიც არ ჰქონდა და სამაგიეროდ ის ადგა და მოუხნა...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172