დომენტი სიჭინავა: ერთად გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც ზუგდიდს აქვს

დომენტი სიჭინავა: ერთად გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც ზუგდიდს აქვს

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა სოფელ კოლხიდის მოსახლეობას შეხვდა. 

დომენტი სიჭინავამ კოლხიდელებს საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებთან დასაქმების პრობლემებზე ისაუბრა. ამაზე გაამახვილებს ყურადღება კოლხიდის მოსახლეობამაც. მოსახლეობის თქმით, უმუშევრობას და სოციალურ პრობლემებს ისიც დაემატა, რომ აზიურმა მავნებელმა, სხვა სოფლების მსგავსად, მათიც მოსავლის და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დატოვა.

"ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით და ერთად მოვითხოვოთ ის, რაც გვეკუთვნის. ნებისმიერი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და არა - პირიქით. ამიტომაც, აქტიურად უნდა ჩაერთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მე თქვენ არ გპირდებით კონკრეტულს, უბრალოდ თქვენთან ერთად უნდა გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს", - განაცხადა დომენტი სიჭინავამ.

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

9 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080