''ჰამასმა'' და ''ფატაჰმა''  სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს

''ჰამასმა'' და ''ფატაჰმა'' სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს

პალესტინურმა მოძრაობა „ფატაჰმა და „ჰამასმა“ სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოძრაობებს შორის მოლაპარაკებები შუამავლების მონაწილეობით კაიროში მიმდინარეობდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა მოსკოვში ჰამასის დელეგაციასთან, რომელსაც პოლიტბიუროს წევრი მუსა მუჰამუ აბუ მარზუკი ხელმძღვანელობდა, შეხვედრა გამართა.

17 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ადმინისტრაციის დათხოვნის მზადყოფნა გამოხატა, რომელიც ღაზას სექტორს მართავს და „ფატაჰთან“ ეროვნული ერთიანობის მთავრობას ქმნის.

"ჰამასი" პალესტინის სუნიტური-ისლამისტური ფუნდამენტალური მოძრაობაა, რომელიც მჭიდრო კავშირშია მუსლიმანურ საძმოსთან. მისი მიზანია პალესტინის განთავისუფლება ისრაელის ოკუპაციისგან და დასავლეთ სანაპიროზე ისლამური რესპუბლიკის შექმნა.

ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია, შესაძლოა მომავალ კვირას განხორციელდეს

ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია, შესაძლოა მომავალ კვირას განხორციელდეს

15 წუთის წინ

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამავე პერიოდში ეკვადორის პრეზიდენტის ლენინ მორენოს ვიზიტი იგეგმება, რომლის საიდუმლო ვიზიტის მიზანი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ასანჟის სტატუსის განხილვაა. მანამდე, ლენინ მორენო...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080