ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო "ნაცმოძრაობამ" შაბათს დაანონსებული აქცია კვირას გადაიტანა

ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო "ნაცმოძრაობამ" შაბათს დაანონსებული აქცია კვირას გადაიტანა

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. როგორც მან აღნიშნა ლიკა ქავჟარაძის დაკრძალვის გამო "ნაციონალური მოძრაობის" შაბათისთვის დაანონსებული აქცია კვირას გადაიდო. 

"ქალბატონ ლიკას დაკრძალავენ შაბათს. შაბათსვე იყო დაანონსებული ჩვენი ფართომაშტაბიანი საპროტესტო აქცია, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს აქცია ერთი დღით გადავიტანოთ, აქცია გაიმართება კვირას 14:00-ზე", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

გოცირიძე: ორი რამ მაოცებს - ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა

1 საათის წინ

"დაამტკიცეს აჭარის მთავრობის ახალი მეათაური და ისევ გამახსენდა დიდი მსგავსება ჩემსა და იმანუელ კანტს შორის. იმას მაღლა ცაში ვარსკვლავებით მოჭედილი ცა აოცებდა და მორალური კანონები საკუთარ თავში. მეც ხომ მასავით ორი რამ მაოცებს:...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080