გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და უარვყოფთ ცალმხრივ ქმედებებს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ ''ტვიტერში''. 

''ვიმედოვნებთ, კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად გადაიჭრება'', - აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. ხმის მიცემა პოლიციასთან შეჯახებების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნების ბლოკადა მოახერხეს, თუმცა კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონიმ ხმის მიცემა მაინც მოახერხა. საბოლოოდ პოლიციამ რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო, რის შედეგადაც, ბოლს გავრცელებული მონაცემების მიხედვით 893 ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, ბარსელონაში პოლიციამ სამი დაღუპულის შესახებაც განაცხადა.

კატალონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ხმა ამომრჩეველთა 90%-მა მისცა. შედეგების გაგზავნას პარლამენტში უახლოესი დღეების განმავლობაში აპირებენ. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. გარდა ამისა, 2 ოქტომბერს ევროკომისიამ, კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ სცნო.

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე სისტემის და ძალადობის მსხვერპლი პირების ბაზას ქმნიან

6 საათის წინ

“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080