ტყიბულის რაიონში ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება

ტყიბულის რაიონში ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ტყიბულის რაიონში, სოფელ გელათში, ქვის გადამმუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც  სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის დამუშავება და მოჩუქურთმება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

შპს "გაზკო" წარმოების დასაწყებად და საწარმოს მოსაწყობად 353 200 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ადგილობრივ მოსახლეობას დაასაქმებს. საწარმო წლიურად მინიმუმ 2 000 მ3 პროდუქციის წარმოებას შეძლებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" საწარმოს ასაშენებლად შპს "გაზკოს" ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადასცა.

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

9 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080