ბილდტი: ევროკავშირთან დაახლოებაში ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესრულება დაგეხმარებათ

ბილდტი: ევროკავშირთან დაახლოებაში ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესრულება დაგეხმარებათ

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი კარლ ბილდი "სასაცილოდ" მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს დააფიქსიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასპირანტობის საკითხი მხარდამჭერ დეკლარაციაში. როგორც მან ბრიუსელში, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს განუცხადა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების შესრულება დაეხმარება. 

"ცოტა არ იყოს სასაცილოა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას არ სურს დააფიქსიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასპირანტობის საკითხი დეკლარაციაში, რაც ისედაც დღის წესრიგშია. უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენს ქვეყნებს გაფორმებული აქვთ ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება, რომელიც უკვე ძალაშია შესული.

ახლა მთელი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი მის შესრულებაზე, რაც რეფორმების გატარებასა და ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებაში დაგეხმარებათ. სწორედ ამაზე უნდა ვიყოთ ახლა ორიენტირებულები",-აცხადებს კარლ ბილდტი.   

შეგახსენებთ, ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირი ლიდერებს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ბრიუსელში დეკლარაციის ტექსტზე მუშაობენ, რომელსაც ნოემბრის სამიტზე დაამტკიცებენ.  

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

2 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172