რადას დეპუტატი: 2008 წელს რუსეთი ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას

რადას დეპუტატი: 2008 წელს რუსეთი ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას

უკრაინის პარლამენტის წევრი ჰანა ჰოპკო მიიჩნევს, რომ ოფიციალურ კიევს ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა აუცილებლად ესაჭიროება, თუმცა მისი აზრით, ამგვარ მხარდაჭერას რუსეთი ცუდად აღიქვამს. როგორც რადას დეპუტატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ნატო-ში ინტეგრაციის დრო არ იყო და პასუხად, რუსეთი ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას. 

"არ უნდა გვეშინოდეს, რომ ამგვარ მხარდაჭერას რუსეთი ცუდად აღიქვამს და რუსეთი არაადეკვატურ ქმედებებს დაიწყებს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე უკრაინას ეუბნებოდნენ, რომ ნატო-ში ინტეგრაციის დრო არ იყო და პასუხად რა მივიღეთ რუსეთისგან, რომ რუსეთი ჯერ საქართველოს დაესხა თავს, შემდეგ კი უკრაინას. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს და არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომები.

ჩვენი ქვეყნების მხარდაჭერა ევროკავშირისთვისაც საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი არათანმიმდევრული იქნება. საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობა, პრო-ევროპული ძალები, რეფორმატორები მხარდაჭერას ელიან და ეს სიგნალი აუცილებლად უნდა იყოს ასახული სამიტის საბოლოო დეკლარაციაში",-განაცხადა ჰოპკომ.    

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

1 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172