პირს, რომელიც "ევროპული საქართველოს წევრს სათამაშო თოფით დაემუქრა, 3000 იანი გირაო შეუფარდეს

პირს, რომელიც "ევროპული საქართველოს წევრს სათამაშო თოფით დაემუქრა, 3000 იანი გირაო შეუფარდეს

თელავის რაიონულმა სასამართლომ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნოდარ ეჟიშვილზე განხორციელებული მუქარისთვის ბრალდებულ ნუგზარ გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა. 

სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენისა და წარმოდგენილი მასალების, შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ ბრალდებულს ბრალი ედება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში.

ცნობისთვის, აღნიშნული პირი ნოდარ ეჟიშვილს პარტიის ოფისთან 8 ოქტომბერს იარაღის გამოყენებით დაემუქრა. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც ბრალდებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დაემუქრა, სათამაშო აღმოჩნდა.

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

წულუკიანი "ევროპულ საქართველოს": საფრანგეთში იგივე სკოლა დავამთავრე, რაც მაკრონმა

1 საათის წინ

მისი თქმით, არასერიოზული ოპოზიცია გვყავს და ისინი შეურაცხყოფას აყენებენ ფრანგებს, რაც საქართველოს იმიჯისთვის კარგი არ არის. „რაც შეეხება იმ არასერიოზულ კითხვებს, რომელიც „ნაცმოძრაობის“ და მათ მიერ წარსულში დაფინანსებული პირებისგან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212