ახალი საკალათბურთო სეზონის სუპერთასი დღეს გათამაშდება

ახალი საკალათბურთო სეზონის სუპერთასი დღეს გათამაშდება

  • სპორტი
  • 12 ოქტომბერი, 2017
  • 13:04
  • მაგდა კლდიაშვილი

ახალი საკალათბურთო სეზონის სუპერთასი დღეს გათამაშდება. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის ჩემპიონი "დინამო თბილისი" და საქართველოს თასის მფლობელი "ქუთაისი 2010" გაითამაშებენ.

სუპერთასის სეზონის დასაწყისში გადმოტანა შარშან დამკვიდრდა. მანამდე აღნიშნული ტიტული სეზონის ბოლოს - ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის თამაშდებოდა.

„დინამომ“ და „ქუთაისმა“ წინა სეზონის ყველა ტიტული ერთმანეთში გაინაწილეს და დარჩა - სუპერთასი, რომლის მფლობელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში, დღეს 12 ოქტომბერს გაირკვევა

სუპერთასის მატჩს 12 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალშია

საფრანგეთის ნაკრები მერვედფინალშია

45 წუთის წინ

საფრანგეთმა პირველი ტაიმი აქტიურად დაიწყო, თუმცა შეტევებს სიმწვავე აკლდა. საწყისი წუთების შემდეგ ინიციატივა პერუმ აიღო ხელში, ბურთი დაიჭირა, მაგრამ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა. საფრანგეთის ნაკრები საკუთარ ნახევარზე იყო...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172