"გამჭირვალობამ" იმერეთში წარდგენილი კანდიდატების ქონების შესახებ კვლევა წარმოადგინა

"გამჭირვალობამ" იმერეთში წარდგენილი კანდიდატების ქონების შესახებ კვლევა წარმოადგინა

"საერთაშორისო გამჭირვალობამ" იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონების შესახებ კვლევა წარმოადგინა.

კვლევაში "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "თავისუფალი საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი" მოხვდა. კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" 12 კანდიდატიდან 6 ბიზნესკომპანიას ხელმძღვანელობს ან წილი აქვს. "ევროპული საქართველოს" ერთ კანდიდატს აქვს სამეწარმეო საქმიანობა, "პატრიოტების" 3 მერობის კანდიდატს აქვს წილი ბიზნესკომპანიებში.

კონპანიების შესახებ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს ქუთაისის მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას "ქართული ოცნებიდან", ხარაგაულში "ქართული ოცნვის" პარტიული სიის პირველ ნომერს მანანა ბარბაქაძეს, "ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატს არჩილ გოგსაძეს და წყალტუბოში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველ ნომერს მამუკა საღარეიშვილს. კონკრეტულ პარტიას თანხა 11 კანდიდატმა შესწირა, ყველაზე მეტი კი ზესტაფონის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" კახაბერ მახათაძემ-90 000 ლარი, "პატრიოტთა ალიანსის" თერჯოლის მერობის კანდიდატმა ხვიჩა წკეპლაძემ 89 234 ლარი.

იმერეთში სულ 73 მერობის კანდიდატია, აქედან 5 ქალია, პარტიული სიებში კი 20 ქალია წარმოდგენილი.

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

თეონა ჭალიძე: ქუთაისის მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სასადილოებში პრობლემებია

1 საათის წინ

"ქვეყნის მასშტაბით, უფასო სასადილოებით ათიათასობით ადამიანი სარგებლობს. მხოლოდ თბილისში 40000 მდე პირია ჩართული სასადილოების პროგრამაში, 8000-მდე სოციალურად დაუცველი პირი კი მოლოდინის რეჟიმშია და ითხოვს პროგრამაში ჩართვას. მოთხოვნა სოციალური...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172