“დელტასა” და ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“დელტასა” და ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

11 ოქტომბერს ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდის და მარნეულის საკალათბურთო გუნდის “დელტას” მესვეურებმა ხელი მოაწერეს “მემორანდუმს ურთიერთანამშრომლობის შესახებ”.

დღეიდან ფონდის ოპერირების ქვეშ მყოფი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა ამ შესანიშნავი გუნდის მეგობრები არიან! ისინი დაესწრებიან სპორტულ ღონისძიებებს, კლუბის თამაშებსა და ვარჯიშებს. როგორც ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორმა ოლენა პოლიშუკმა განაცხადა, “მემორანდუმი მოზარდთა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და ამავე დროს გაზრდის ბავშვების ინტერესს კალათბურთის და, ზოგადად, სპორტისადმი”.

“მარნეული–დელტას” პრეზიდენტის ირაკლი შარვაძის თქმით, “ბავშვა სახლის აღსაზრდელები – მოზარდთა სპეციფიკური კატეგორია, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს და სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეიტანოს ამ კეთილშობილურ საქმეში”. ეს მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბავშვებისთვის, ხოლო გუნდის წევრები მათი სახით დიდ გულშემატკივრებს და ქომაგებს შეიძენენ. “დელტას” კალათბურთელები ჩერნოვეცკის ფონდის მცირე საოჯახო ტიპის სახლს პერიოდულად ეწვევიან და მოზარდებთან ერთად სპორტულ აქტივობებს განახორციელებენ.

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

იმპერატორის თასი მფლობელი ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე გაირკვა (ვიდეო)

13 საათის წინ

დღეს, შეჯიბრების ბოლოსწინა დღეს, მიტაკეუმმა მეცამეტე გამარჯვება მოიპოვა და ბოლო მეთხუთმეტე შეხვედრის შედეგების მიუხედავად, მას იმპერატორის თასს ვეღარავინ შეეცილება. მის უახლოეს მდევრებს, მე-9 და მე-13 მაეგაშირებს, იუტაკაიამას და ასანოიამას...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080