წმინდა სინოდმა 11 ოქტომბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ იმსჯელა

წმინდა სინოდმა 11 ოქტომბრის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ იმსჯელა

საქართველო სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი სხდომის ოქმის აქვეყნებს. სხდომას თავმჯდომარეობდა კათალიკოს პატრიარქი ილია -II, სხდომის მდივანი გახლდათ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სხდომას 38 მღვდელმთავარი ესწრებოდა, ხოლ 9 მღვდელმთავარი არ ესწრებოდა.

სხდომაზე განხილული იქნა რამოდენიმე საკითხი, მათ შორის დეკანოზ გიორგი მამალაძის შესახებ. სინოდის სხდომაზე სიტყვა მიეცა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს.
მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს:

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.

აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
 

საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილება საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს

8 წუთის წინ

საჯარო რეესტრის პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა  მარიამ ტურაშვილმა პანელურ დისკუსიაში "ბლოკჩეინ ტექნოლოგიების პერსპექტივები სახელმწიფო მმართველობის სფეროში" უძრავი ქონების...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172