მეუფე დანიელი: მთელი ერი უნდა დაირაზმოს პატრიარქის ირგვლივ

მეუფე დანიელი: მთელი ერი უნდა დაირაზმოს პატრიარქის ირგვლივ

საქართველო სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი სხდომის ოქმის აქვეყნებს. სხდომას თავმჯდომარეობდა კათალიკოს პატრიარქი ილია -II, სხდომის მდივანი გახლდათ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი, სხდომას 38 მღვდელმთავარი ესწრებოდა, ხოლ 9 მღვდელმთავარი არ ესწრებოდა.

მეუფე დანიელმა სინოდის სხდომაზე განაცხადა, რომ მთელი ერი უნდა დაირაზმოს პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ შეძლოს მის ირგვლივ არსებული უმრთულესი ამოცანების დაძლევა.

"ის, რაც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და ძალისხმევით გაკეთდა, ჩვენი მხრიდან ითხოვს სათანადო შეფასებას და დაფასებას; სწორედ ამიტომ, მთელი ერი უნდა დაირაზმოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ირგვლივ, რათა ეკლესიამ წარმატებით დაძლიოს მის წინაშე არსებული ურთულესი ამოცანები და მოხდეს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ერის გაერთიანება“.

მოხსენების შემდგომ აზრი გამოთქვეს: ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ.
დასასრულს მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ, ილია II-მ დასძინა: „დიდება უფალს, რომ ყოველივე ეს შეგვაძლებინა და ეს მოხდა წმიდა სინოდის დახმარებით”.

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

1 საათის წინ

როგორც "აიპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, ზღვის დონიდან 1010 მეტრზე  მოეწყო  გასართობი სივრცეც  - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი.  მათი ცნობით, აქ პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172