ლევან იზორია ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა

ლევან იზორია ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა

ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ. 

შეხვედრაზემხარეებმა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა:“ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სწორედ ტერორიზმს ვებრძვით ავღანეთში. ჩვენი და ნატოს კოალიციური ძალების ზეწოლა პრევენციას ახდენს ტერორისტულ ორგანიზაციებზე, რათა მსგავსი აქტებიდან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნები. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ერთგულებისთვის და უდიდესი წვლილისთვის. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველა დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.”მან კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულიმთლიანობისადმი. 

ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას, როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ.შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)შესახებაც ისაუბრეს. „გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ თვალსაზრისით გვაქვს უპრეცენდენტოდ კარგი დინამიკა წელს, რომელიც უკავშირდებაერთობლივ წვრთნებს, უკავშირდება ამბიციური პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ლევან იზორიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ვაშინტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანსჯეიმს მატისს შეხვდება. 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაური ხვალ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალი ჯონ ნიკოლსონი სიტყვით გამოვა პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“. 

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

2 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151