დეკანოზი გიორგი: მე შემაწმინდეს ხელი!

დეკანოზი გიორგი: მე შემაწმინდეს ხელი!

"საკითხი სულ სხვანაირად იდგა. ჩემი ე. წ ფარული ჩანაწერებით ცდილობდნენ ჩემს კომპრომეტირებას, თითქოს მათ იფიქრეს, რომ შემაშინებდნენ და გამტეხავდნენ" - ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ "ნანუკას შოუში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

"ჩემი მეშვეობით მათ სურვილი ჰქონდათ სხვა ადამიანების, მეუფე დიმიტრის, იოსებ ოხანაშვილისა და სხვა ადამიანების თითქოსდა ამ მოგონილ საქმეში თანამონაწილეობის, რაც ვერ მიიღეს. აქედან გამომდინარე, მოდი ასე პირდაპირ ვიტყვი, რომ მათ შური იძიეს იმაზე, რომ რაც დაგეგმილი ჰქონდათ, ვერ მიაღწიეს ჩემი მეშვეობით და მე შემაწმინდეს ხელი.

მე ერთ რაღაცას გეტყვით, მე არ ვიცი კულუარულად რა ისმის და მიდის, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი, რომ დაკავების მომენტიდან, ანუ აეროპორტში რომ გამიტაცეს ისე, რომ არც მითხრეს რა ხდებოდა, პროკურატურაში მიყვანიდან საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში, სისტემატიურად, პირადად ჩემი ადვოკატების თანდასწრებით მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც  თითქოს მონაწილეობდა მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი.

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

აზერბაიჯანის დედაქალაქი კამკას ყოველწლიურ ფორუმს მასპინძლობს

2 საათის წინ

  რეგიონის სახელმწიფოებისა და შეერთებული შტატების 200-მდე წარმომადგენელი სამი დღის განმავლობაში  რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, მზარდ რეგიონალიზმზე,  კასპიის ზღავზე თანამშრომლობის პერსპექტივებზე და არსებულ გამოწვევებზე...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151