სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავრებს 40 წლის მანძილზე შესრულებული საქმეების აღწერა დაევალათ

სინოდის გადაწყვეტილებით მღვდელმთავრებს 40 წლის მანძილზე შესრულებული საქმეების აღწერა დაევალათ

საქართველოს საპატრიაქროში დღეს  სინოდის სხდომა დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა. 

სადაც სინოდმა დაადგინა:

"მოწონებულ იქნას მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 40 წლიანი მოღვაწეობის შესახებ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ისაუბრა საქართველოს ეკლესიის 40 წლიანი ისტორიის აღწერის აუცილებლობის შესახებ, რაც შემდგომში წიგნად გამოიცემა და რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ყველა მღვდელმთავარი, რომლებიც აღწერენ ეპარქიების ცხოვრებას განვლილ პერიოდში.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

საქართველოს ეკლესიის თითოეულმა მღვდელმთავარმა უმოკლეს დროში საპატრიარქოს სამდივნოში წარმოადგინოს სრული აღწერილობა მათ ეპარქიებში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე აღსრულებული საქმეებისა", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

2 წუთის წინ

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე "ციანადის საქმე"-ზე საუბარი ზოგადად იყო, თუმცა მსჯელობა არ ყოფილა. “ციანიდის საქმეზე ზოგადად იყო საუბარი. ციანიდზე კონკრეტულად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172