მეუფე გრიგოლი: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საეკლესიო კანონების მიხედვით შევისწავლით

მეუფე გრიგოლი: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს საეკლესიო კანონების მიხედვით შევისწავლით

დღეს საქართველოს საპატრიაქროში სინოდის სხდომა გამიართა, რომელის სხდომის მდივანი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი იყო. 

ეპისტოპოსის განცხადებით , წმიდა სინოდმა დაადგინა:

"მიუხედავად იმისა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ სამოქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მას მიუსაჯა ცხრა წლით თავისუფლებიოს აღკვეთა, დღეისთვის განაჩენი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; ასევე იმის გამო, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და გამოითქმის ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები, მოცემულ ეტაპზე, ვიდრე დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის მიმართ სააპელაციო-საკასაციო პროცედურები არ არის დასრულებული, წმიდა სინოდი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად კანონიკური სამართლის ფორმატში დაიწყოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა, რაც ამ საქმის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. შესაბამისად, წმიდა სინოდი თავს იკავებს დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან.

აღნიშნული სააპელაციო-საკასაციო პროცედურების დასრულების შემდგომ წმიდა სინოდი საეკლესიო კანონების მიხედვით საფუძვლიანად შეისწავლის საქმის არსს, რაც ეკლესიაში საბოლოო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს". .

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

მეუფე პეტრე: ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ "ციანიდის საქმეში" ცოდვა ჩაიდინა

2 წუთის წინ

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდის სხდომაზე "ციანადის საქმე"-ზე საუბარი ზოგადად იყო, თუმცა მსჯელობა არ ყოფილა. “ციანიდის საქმეზე ზოგადად იყო საუბარი. ციანიდზე კონკრეტულად...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172