ქალთა ლატვიური ანსამბლი "ერა" საქართველოში ტურნეს მართავს

ქალთა ლატვიური ანსამბლი "ერა" საქართველოში ტურნეს მართავს

12-18 ოქტომბერს საქართველოში საკონცერტო ტურნეს გამართავს ქალთა ლატვიური ანსამბლი "ერა", ქალაქ მაზსალაცადან. ჯგუფი შედგება 6 მომღერლისგან და მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად ლატვიაში.

ერა სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოები. ანსამბლის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა. ტურნეს ფარგლებში ანსამბლი გამართვას კონცერტებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ანსამბლ ,,დიდგორთან" ერთად:

• ბოლნისი - 12 ოქტომბერი, კულტურის სახლი, 18:00
• თბილისი - 13 ოქტომბერი, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, 19:00
• ამბროლაური - 14 ოქტომბერი, კულტურის ცენტრი, 16:00
• ონი - 15 ოქტომბერი, კულტურის ცენტრი, 16:00
• თბილისი - 17 ოქტომბერი, ეროვნული ბიბლიოთეკა, 19:00

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის გუნდები.

კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

ტურნეს ორგანიზატორია მგალობელ-მომღერალთა გუნდი დიდგორი.
მხარდამჭერები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

ზედაზნის ტყეში ხვალ საბავშვო ქალაქი "მოკოლენდი" იხსნება

1 საათის წინ

როგორც "აიპრესს" ასოციაციიდან აცნობეს, ზღვის დონიდან 1010 მეტრზე  მოეწყო  გასართობი სივრცეც  - ეკოლოგიურად სუფთა, ხის კონსტრუქციებით დაკომპლექტებული გასართობი მოედანი.  მათი ცნობით, აქ პატარა სტუმრებს ლოკომოკოს და...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172